
ინდივიდიალური საგადასახადო ნომერი (ITIN) გაიცემა ა.შ.შ.-ს შემოსავლების სამსახურის (IRS) მიერ, რათა ადამიანებს რომლებსაც არ აქვთ SSN ან მუშაობის უფლება, შეძლონ გადასახადების გადახდა. ITIN-ის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, განურჩევლად მათი საიმიგრაციო სტატუსისა. სწორედ ITIN-ის დამსახურებაა, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინა ივსება მილიარდებით, რომელსაც იხდიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ აქვთ ლეგალური სტატუსი.
რა არის ITIN? ის შეიქმნა 1996 წელს, და მას მხოლოდ საგადასახადო მოსაკრებელის მოგროვების ფუნქცია აქვს. კონგრესმა გადაწყვიტა რომ მოსაკრებელის გადახდა დააკისროს ყველას, ვინც კი ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე რაღაც შემოსავალი აქვს ან საქმიანობს.
გაითვალისწინეთ რომ ITIN არ არის SSN და ნუ აგერევათ ერთმანეთში. ITIN ყოველთვის იწყება რიცხვი 9-ით და შემდეგ 7 ან 8-ნის კომბინაცია მოყვება, რომელიც საბოლოო ჯამში ჰქმნის 9 ციფრიან კოდს – მაგ: 9XX-7X-XXXX.
ვინ შეიძლება აიღოს ITIN? ნებისმიერ არა-რეზიდენტ პირს, რომელსაც აქვს ბიზნესი ა.შ.შ-ს ტერიოტორიაზე, თუმცა ცხოვრობს სხვა ქვეყანაში. უცხოელ სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს რეზიდენტის განმარტებას.
ა.შ.შ მოქალაქის მეუღლე ან მასზე დამოკიდებულიპირი, რომელიც არის კანონიერი მუდმივი/დროებითი რეზიდენტი. უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომელიც დროებით იმყოფება ქვეყანაში, მასთან ერთად მყოფ მეუღლეს, შვილს ანდა მასზე დამოკიდებულ პირს. როდესაც კონგრესმა შეიმუშავა ეს კანონი, მასში ჩაიდო დათქმა, რომ მისი აღება, შეეძლებათ მხოლოდ იმ უსაბუთო იმიგრანტებს, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს ლეგალური გზებით, თუმცა დაარღვიეს სავიზო წესი. ქვეყანაში “შემოპარული” იმიგრანტები ვერ ისარგებლებენ ITIN-ით.
გახსოვდეთ! ITIN არ განიჭებთ მუშაობის უფლებას ან ლეგალურ სტატუსს. ITIN-ს ვერ გამოიყენებთ, თუ დაგჭირდათ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამოწმება. ITIN-ს ვერ გამოიყენებთ სამსახურში დასასაქმებლად.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ 2015 წელს ITIN-ის 4,35 მილიონი აპლიკანტი იყო, რომელმაც სახელმწიფო ხაზინა 13,7 მილიარდის გადასახადით შეავსო. მიუხედავას იმისა, რომ ITIN-ის მფლობელები იხდიან გადასახადებს, ისინი ვერ სარგებლობენ ყველა იმ სიკეთით რაც გადასახადის გადამხდელს მიუწვდება ხელი. ანუ, ITIN-ის მფლობელები ვერ მიიღებენ მონაწილეობას პენსიის დაგროვების პროგრამაში SSN და ვერც TAX-კრედიტით ისარგებლებენ, თუმცა, თუ ოდესმე აპლიკანტი გახდება ლეგალური რეზიდენტი, მას შეუძლია ყველა გადახდილი გადასახადი რომელიც დაგროვებით პენსიაზე გადაიხადა, დაისვას SSN ანგარიშზე. ზოგიერთი ITIN-ის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ბავშვის საგადასახადო კრედიტი იგივე CTC. 2017 წელს მიღებული შემოსავლებისა და საგადასახადო კოდექსის ცვლილების თანახმად, CTC-ი შესაძლო აიყოს, არაუმეტეს 2,000$ ერთ ბავშვზე, საბოლოო თანხა დამოკიდებულია აპლიკანტის წლიურ შემოსავალზე. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით CTC-ი თ სარგებლობს 4 მილიონამდე აპლიკანტი. მაგრამ, თუ ბავშვს არ აქვს SSN, მაშინ CTC ვერ მოითხოვს მშობელი.
რაში შეგიძლიათ ITIN-ის გამოყენება? შეგიძლიათ გახსნათ შემნახველი და დაგროვებითი ანგარიში, რომელიც სარგებელს მოგიტანთ. მათ ვისაც არ აქვს SSN, შეუძლია ისარგებლოს ITIN და გახსნას ანაბარი. ასევე, როგორც ვიცით ზოგიერთ შტატში შესაძლებელია უსაბუთო იმიგრანტებზე მართვის მოწმობის გაცემა, სწორედ მართვის მოწმობის აღებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ITIN როგორც ვინაობის დამატებითი მტკიცებულება. ITIN-ი შეიძლება გამოიყენოთ როგორც რეზიდენტობის მტკიცებულება და ასევე ქვეყენაში ყოფნის ხანგრძლივობის დამამტკიცებელი ცნობა.
შეუძლია საიმიგრაციო სააგენტოს ITIN-ის ინფორმაციის გამოყენება? IRS-ის ერთ-ერთი მთავარი წესია აპლიკანტის კონფიდენციალობის დაცვა. გამომდინარე იქიდან, რომ აპლიკანტები საკმაოდ ვრცელ პერსონალურ ინფორმაციას აწვდიან, შემოსავლების სამსახურის ქვაკუთხედია ამ მონაცემების დაცვა და მოხლოდ სასამართლო ორდერის შემ თხვევაში მისი გაცემა მესამე სააგენტოებზე.
1996 წელს, როდესაც ამ კნონს იღებნდნე, დათქმა ჩაიდო რომ გადასახადების გადამხდელთა პერსონალური ინფორმაცია უმაღლესი პრიორიტეტით უნდა შეიანხოს შემოსავლების სამსახურმა, რასაც დღესაც წარმატებით ახორციელებს. საგადახადო კოდექსის 6106 მუხლის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარით გაისტუმროს ნებისმიერი ძალოვანი უწყება თუ მას არ ექნება მოსამართლის ორდერი, შემოსავლების სამსახური მხოლოდ ერთ შემთხვევაში გასცემს ინფორმაციას, მოსამართლის ორდერის გარეშე, თუ ეს დანაშაული ეხება სახაზინო დანაშაულს.
როგორ ავიღოთეს ITIN? უნდა შეავსოთ ფორმა W-7 და თან დაურთოთ ყველა მოთხოვნილი და თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია + გასული წლის შემოსავლების დეკლარაცია. ფორმა იზაგვნება ფოსტით, არსად მისვლა არ დაგჭირდებათ. შემოსავლების სამსახური ითხოვს რომ ყველა თქვენი დოკუმენტი იყოს წარმოდგენილი დედანის სახით, რომელსაც 60 დღის ვადაში დაგიბ რუნებენ უკან. შეგიძლიათ თავად შეავსოთ ეს ფორმა, ანკომპანიებს მიმართოთ, რომლებიც თქვენს მაგივრად შეავსებენ და გაგზავნიან საბუთებს. ასეთი სერვისი 350-500$- მდე ჯდება, ჩვენ ორგანიზაცია სიმბოლურ თანხად – 100$-ა დ დაგეხმარებათ ამ საბუთის გაკეთებაში.
როდესაც შემოსავლების სამსახური მოგანიჭებთ ITIN-ს, ის 5 წლის ვადით იქნება, მაგრამ თუ ზედიზედ 3 წელიწადს არ გამოიყენებთ მას, მაშინ ის შეჩერდება და მოგიწევთ სარეგისტრაციო ფორმის ახლიდან გაგზავნა, რათა მოხდეს ნომრის რე- აქტივაცია.