
რა არის Real-ID და საერთოდ რა საჭიროა ის?
ნიუ-იორკის შტატისა და ქალაქის ყველა რეზიდენტს უკვე შეუძლია აიღოს ახალი პირადობის დამადასტურებელიბარათი Real-ID, რომელსაც გასცემს ნებისმიერი ადგილობრივი DMV-ის განყოფილება. მაგრამ რათ გინდა ეს ბარათი?
ა.შ.შ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რამდენიმე წელიწადში ამ ბარათის ქონა სავალდებულო გახდება ა.შ.შ-ს ყველა რეზიდენტისთვის. 2020 წლის ოქტომბრიდან დაწყებული თქვენ ვეღარ იფრენთ შიდა რეისებზე ამ ბარათის გარეშე, ან უნდა წარმოადგინოთ პასპორტი. ასევე 2020 წლიდან თქვენ ვერ მოხვდებით ვერც ერთი ფედერალური სააგენტოს შენობაში, სამხედრო ბაზაზე ან განსაკუთრებული დაცვის ობიექტებზე თუ არ გექნებათ ეს აიდი ბარათი.
სინამდვილეში ახალი აიდი ბარათი დიდად არ განსხვავდება უკვე არსებული დოკუმენტისგან, თუმცა ამ ბარათის ასაღებად ტქვენ მოგიწევთ მიბრძანება Department of Motor Vehicles (DMV) სადაც უნდა დადგინდეს თქვენი ვინაობა და თქვენი რეზიდენტობა.
იმისათვის რომ უფასოდ მიიღოთ აღნიშნული აიდი ბარათი, თან აუცილებლად უნდა გქონდეთ შემდეგი სახის დაკომენტები:
- ნებისმიერი დოკუმენტი რომელიც ადასტურებს თქვენს ვინაობას, მაგალითად პასპორტი, დაბადების მოწმობა.
- სოციალური უზრუნველყოფის ნომერი (SSN) და წერილი სოციალური უზრუნველყოფის ოფისიდან, რომ ეს ბარათი დ ანომერი ნამდვილად თქვენ გეკუთვნით. ან წერილი იგივე სააგენტოდან, რომ თქვენ არ გეკუთვნით SSN, ასეთ ცნობას აძლევენ მათ ვინ ხანგრძლივი პერიოდით იმყოფება ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე, მაგალიტად გაცვლითი პროგრამის მონაწილეები ან უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები. ამ ცნობას ჰქვია Letter of ineligibility from the Social Security Administration.
- დაგჭირდებათ ცნობა რომელიც დაადასტურებს თქვენს ასაკს. გამოგადგებათ დაბ. მოწმობა ან პასპორტი.
- ნატურალიზაციის სერტიფიკატი, ან რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი თქვენი ა.შ.შ-ში ლეგალური ან დროებითი ყოფნის შესახებ. მაგალითად USCIS-წერილი ან ფორმა I-94.
- დაგჭირდებათ რეზიდენტობის 2 მტკიცებულება, მაგალითად საბანკო ამონაწერი + კომუნალური გადასაახადის ამონაწერი ან რაიმე ჟურნალი/გაზეთი/პერიოდიკა მოსული თქვენს სახელზე და იგივიე მისამართზე რაც საბანკო ამონაწერშია.
გარდა ზემოთ ხსენებული Real-ID-ისა თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მოითხოვოთ გაფართოებული შესაძლებლობების აიდი ბარათი, რომელსაც ჰქვია Enhanced ID, ან შემოკლებით EDL Card. განსხვავებით სტანდარტული და რეალაიდის ბარათებისგან მისი გამოყენება შესაძლებელია საერთაშორისო ფრენებისას, მაგალითად კანადის, მექსიკის ან კარიბის ზღვის ზოგიერთი ქვეყნის საზღვრის კვეთისას. ამ ბარათის ღირებულებაა 30$