ამ სტატიში მოყვანილი ინფორმაცია გამოადგებათ მათ ვისაც არ აქვს ლეგალური სტატუსი ანდა, ჯერ არ მიუღია საიმიგრაციო სააგენტოდან საქმის მიღებისა და წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები.
თავად ბარათი წარმოადგენს ქალაქ ნიუ-იორკის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს, ის არ გახლავთ ფედერალური დოკუმენტი. ამ დოკუმენტით ვერ შეიძენთ სასმელს, სიგარეტს ან კლუბში შესასვლელად ვერ გამოიყენებთ, მიუხედავად იმისა რომ, ნიუ-იორკის მერია ამტკიცებს რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის.
მისი შემოღება ქალაქის რეზიდენტების აღრიცხვისთვის გახდა საჭირო, პირველ რიგში კი არალეგალთათვის (მერმა ბილ დებლასიომ განაცხადა ამ პროგრამის პრეზენტაციისას) ვინაიდან NYC და მთლიანად შტატი NY ცნობილია როგორც საიმიგრაციო “მექა” ყველა აქ ჩამოდის და აქ იწყებს იმიგრაციის ან ემიგრაციის პროცესს, შესაბამისად, ლეგალებისა თუ არალეგალების (ნახევარ მილიონამდე) რიცხვი საკმაოდ მაღალია, (8 მილიონი ბარათი გაიცა 2016 წლის მონაცემებით) რაც ცხადია, ქალაქის მმართველობისთვის პრობლემას წარმოადგენს.
როდესაც აკეთებთ ამ ბარათზე განაცხადს, არავის არ აინტერესებს თქვენი ლეგალური სტატუსი, მოკლედ რომ ვთქვათ – უსაფრთხოა ამ ბარათის აღება, არავინ გადაგცემთ საიმიგრაციო პოლიციას. ასე რომ, თამამად მიდით ნებისმიერ “ბოროჰოლში” ანუ ჩვენებურად ქალაქის რაიონის გამგეობაში და მოითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც პირველადი აღება არის უ ფ ა ს ო. ნიუ-იორკის მერიის თანახმად, ამ ბარათს მოყვება მუზეუმებში,პარკებში და სხვა შემეცნებით-გასართობ ადგილებში ფასდაკლება. ეს ბარათი დაგჭირდებათ და შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანკში, ბინის ქირაობისას, სამსახურში (არალეგალებისთვისაც) მოწყობისას, სადაზღვეო პოლისის მისაღებად, სხვადსხვა სახელმწიფო დაწესებულებებში შესვლის უფლებას და ა.შ.
როგორ მივიღოთ NYCID ბარათი?
- შეაგროვეთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი და მოაგროვეთ მინიმუმ 4 ქულა. (ქულებით ხდება დაანგარიშება შეძლებთ თუ არა ამ ბარათის აღებას) NYC მუნიციპალიტეტი 65-მდე დასახელების დოკუმენტს აღიარებს, ასე რომ არ უნდა გაგიჭირდეთ საჭირო ქულების დაგროვება. ამ 4 ქულიდან სამი პიროვნების დამადასტურბელია და 1-იც თქვენი რეზიდენტობის. აქვე გთავაზობთ ქულების ოფიციალურ კალკულატორს.
- განაცხადის შევსება შეგიძლიათ ამ ლინკებზე: ინგლისური ვერსია & რუსული ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ამობეჭდოთ ან თავად მიხვიდეთ “ბოროჰოლში”
- მოძებნეთ თქვენთვის ხელსაყრელი მდებარების “ბოროჰოლი” ამ სიიდან და მიაკითხეთ მათ.
- იქ მისულმა შეავსეთ ან ითხოვეთ დახმარება შესავსებათ, შევსებიდან 10-14 დღის ვადაში მითითებულ მისამართზე მოგივათ ბარათი, ან შეგიძლიათ ოფისიდან გაიტანოთ.
დამატებითი და დაწვრილებითი ინფორმაციას მიიღებთ ამ საიტზე