ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ა.შ.შ-ში დამეთანხმება რომ აქ მანქანის გარეშე რთულია ცხოვრება, განსაკუთრებით კი სამხრეთ შტატებში სადაც ქალაქის ისეთნაირად არის მოწყობილი რომ ა წერტილიდან ბ წერტილამდე მანქანის გარეშე ვერ გადაადგილდებით, ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ არის განვითარებული ან საერთოდ არ აქვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნიუ-იორკის მაგალითით ნუ იმსჯელებთ სადაც თითქმის ქალაქის ყველა წერტილშია შესაძლებელი მოხვედრა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუმცა ნიუ-იორკშიც საჭიროა მანქანა, თუ ისეთ მიუწვდომელ ადგილებში ცხოვრობთ სადაც მეტრო არ მიდის ან ავტობუსის გაჩერება შორს არის სახლიდან და მუშაობთ ქალაქის ცენტრში. ბევრი დამსაქმებელი უფრო მარტივად დაგასაქმებთ თუ მართვის მოწმობა გაქვთ.
გაითვალისიწინეთ, ა.შ.შ-ში ყველა შტატს თავისი საგზაო წესები აქვს და გამოცდაც კონკრეტული შტატის წესების თანახმად ტარდება. თუ ქვეყანაში დროებით ხართ, ტურისტული ვიზებით ჩამოსული ადამიანები აქ ყოფნის პირველ 90 დღეს უპრობლემოდ გამოიყენებენ სამშობლოში აღებულ მართვის მოწმობას. რადგანაც საქართველო საერთაშორისო მართვის მოწმობებეს გასცემს მისი გამოყენება მანქანის ქირაობისასაც გამოგადგებათ და დროებით მანქანის დაზღვევსაც გააფორმებთ. იმ შემთხვევაში, თუ შტატებში ხანგრძლივი პერიოდით ხართ, სასწავლოთ, სამუშაოდ ან სხვა ნებისმიერი არასაემიგრაციო ვიზით, მაშინ უნდა აიღოთ იმ შტატის მართვის მოწმობა სადაც აპირებთ დასახლებას. მაგალითისთვის, ნიუ-იორკის შტატი გაძლევთ 30 დღეს ამისთვის ხოლო ნიუ-ჯერზის შტატი 60 დღეს, ხოლო კალიფორნიის შტატი მხოლოდ 10 დღეს გაძლევთ და უნდა მოასწროთ ამ დროში საბუთების მოგროვება და ახალი მართვის მოწმობის აღება. არ აქვს მნიშვნელობა გქონდათ მართვის მოწმობა სამშობლოში თუ არა, აქ ჩამოსულმა აუცილებლად უნდა ისწავლოთ იმ შტატის მოძრაობის წესები სადაც ხართ რეზიდენტი. საბუთების და მოთხოვნების ჩამონათვალს ნახავთ ამ საიტზე DMV. სტატიაში შევეცდები ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტებები და რჩევები მოგცეთ, ძირითადად შევეხები ნიუ-იორკის შტატს. 1. ისწავლეთ თქვენი შტატის მოძრაობის წესები შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ეს წიგნი ან ნებისმიერ ავტომანქანების დეპრტამენტის ფილიალში ნახოთ, რომელსაც უფასოდ მოგცემენ. წიგნი სხვადსხვა ენებზეა გამოცემული და თუ ინგლისურს კარგად არ ფლობთ მაგრამ ფლობთ რუსულს, შეგიძლიათ რუსული თარგმანით ისწავლოთ. მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ზუსტად, 100% იგივე კითხვებია რაც მოცემულ წიგნში, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ბილეთების დაზუთხვა რომ გამორიცხონ, სიტყვებია გადაადგილებული, თუმცა აზრი იგივეა. (შესაკრებელის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლებას პრინციპია 😉 ) ასევე არ გირჩევთ ქართულად ტესტების დასწავლას, ისევ აჯობებს როგორმე ისწავლოთ ინგლისურად, ენის ათვისებაშიც დაგეხმარებათ და თქვენს ტვინს კოგნიტური დისონანსიგან გაანთავისუფლებს. გირჩევთ ამ ძალიან კარგი და მოსახერხებელი აპლიკაციის გამოყენებას რომელიც 100% კარგად მუშაობს. აპლიკაციას ყველა შტატი ცალ-ცალკე აქვს მოცემული და აიფონის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. ხშირად როდესაც მართვის მოწმობას იღებთ პირველად ა.შ.შ-ს კანონმდებლობის თანახმად ვალდებული ხართ ასევე გაიაროთ Traffic Law & Substance Abuse Education Course. რომელიც ფლორიდაში 4, ნიუ-იორკში 5 საათიანი ლექციებისგან შეგდება, ხოლო ვაშინგტონში სავალდებულოა 30 საათიანი თეორია და მინიმუმ 6 საათი პრაქტიკა. ნიუ-ჯერზის შტატში საერთოდ არ დაგჭირდებათ მსგავსი კურსები და შესაძლებელია სამშობლოში აღებული მართვის მოწმობის გადაცვლა აქაურიში. სწორედ ამიტომაც ყველა ცდილობს ნიუ-ჯერზისი აიღო მოწმობა. ადგილობრივები ხუმრობენ კიდეც, თუ დაინახავთ მანქანას ნიუ-ჯერზის სანომრე ნიშნები უკეთია უფრთხილდით და გაეცალეთ. ლექციების დროს გამახვილებული იქნება ყურადღება ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ ნოვთიერებებზე და მათ ზემოქმედებაზე ავტომანქანის ტარებისას, გაცნობენადგილობრივ წესებს და გაჩვევენ უსაფრთხო ტარებას. ტესტირების პროგრამა ისეთნაირად არის შედგენილი, რომ არ მოგცემთ მოტყუების საშუალებას. სხვადსხვა შტატში ონლაინ არის შესაძლებელი ამ კურსების გავლა, თუმცა ნიუ-იორკში ავტო-სკოლაში უნდა მიხვიდეთ. ზოგიერთ შტატში ამ სერტიფიკატის გარეშე თეორიულ გამოცდაზე არ დაგიშვებენ, თუმცა ნიუ-იორკში მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდაზე დაგჭირდება, ამ სერტიფიკატის გარეშე გამომცდელი არ დაიწყებს გამოცდას. ამ საიტზე ნახავთ თეორიული გამოცდების მასალას, ნებისმიერი შტატისთვის. მუშაობს სმარტფონებზე, ტაბლეტებზე და კომპიუტერზე. 2.საჭირო საბუთების მოგროვება საჭირო დოკუმენტების სია შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადსხვა შტატში, თუმცა საერთო ჯამში ჩამოანთვალი დიდად არ განსხვავდება. ნიუ-იორკში ქულების სისტემით სარგებლობენ, ანუ დაგჭირდებათ 5 ქულა რომ დაშვებულ იქნათ გამოცდაზე. თითო მოთხოვნილ დოკუმენტს თითო ქულა აქვს.- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შტატის აიდი, მწვანე ბარათი, ნატურალიზაციის დოკუმენტი ან საზღვარგარეთის პასპორტი.
- SS ნომერი, ან თუ არ გაქვთ მაშინ წერილი საიმიგრაციოდან რომ თქვენ არ გეკუთვნით SSN. ამ ცნობას მარტივად აიღებთ, თუ მიაკითხავთ SS მომსახურების ოფისში, წარადგენთ თქვენს ქართულ პასპორტს და საცხოვრებელ მისამართს.
- მისამართის მტკიცებულებად უნდა წარადგინოთ 2 დოკუმენტი, ამ შემთხვევეაში გამოგადგებათ: ქირავნობის ხელშეკრულება, ჟურნალების, კოუმუნალურები, მობილურის ანდა ბანკის ამონაწერი თუ მოგდით თქვენ სახელზე და თქვენ მისამართზე, ასევე შეგიძლიათ საბანკო ჩეკიც წარადგინოთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენს სახელზე არანაირი მისამართი არ ფიქსირდება, ზოგიერთ შტატში: მაგალითად ფლორიდაში და კალიფორნიაში შეგიძლიათ წარმოადგინოთ თავმდები პირის წერილი, რომელშიც ის ადასტურებს თქვენს ცხოვრებას მის მისამართზე. ასევე გამოგადგებათ ორი სხვადასხვა საკრედიტო ბარათიც.
- ფორმა I-9. ეს ფორმა უნდა იყოს შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 თვისა და ადასტურებდეს ქვეყანაში თქვენს ლეგალურ ყოფნას. თუ ვიზას ვადა აქვს გასული მაგრამ ქვეყანაში მაინც ლეგალურად იმყოფებით, უნდა წარმოადგინოთ ფორმა I-797, რომელიც დაადასტურებს თქვენს ლეგალურ სტატუსს.
- ლეგალური სტატუსის ნებისმიერი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- უსაფრთხო მართვის სასწავლო კურსის სერტიფიკატი. თუმცა უნდა გადაამოწმოთ, შესაძლოა თქვენი შტატი არ ითხოვს ამ დოკუმენტს თეორიული გამოცდისთვის. მაგალითად ფლორიდის შტატში ამ სერტიფიკატის წარდგენა არ დაგჭირდებათ, რადგანაც თეორიული გამოცდის შემდეგ ავტომატურად ხვდებით ავტო-სკოლის ბაზაში, მაგრამ ნიუ იორკში ის აუცილებლად დაგჭირდებათ და ასევე ამ სერტიფიკატის წარდგენისას სადაზღვეო კომპანია ფასდაკლებსაც მოგცემთ.
- ყურადღებით იყავით ნიშნებთან, გაჩერდით STOP ნიშანთან, არანაკლებ 3 წამისა, თუ გავიდა ეს დრო და ამ დროს ქვეითია გზად, უნდა დაუთმოთ და არ ეცადოთ გადასწრება.
- სანამ დაქოქავთ მანქანას დაიძვრებით, გაასწორეთ უკუხედვის სარკე და მოირგეთ თქვენს მხედველობაზე ყველა არსებული სარკე, ასევე არ დაგავიწყდეთ ღვედის შეკვრა.
- გზა ყოველთვის ქვეითს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა აღვევს ის საგზაო წესებს თუ არა. თქვენ ხართ პასუხისმგებელი რომ არ დაარტყათ მანქანა. რა თქმა უნდა გამოუვალი სიტუაციებიც არსებობს, თუმცა ამაზე არ გვინდა საუბარი.
- როდესაც ტოვებთ პარკინგს, უკან დაიხიეთ მაქს 2 მეტრამდე, და გაიხედეთ უკან, მარჯვენა მხრიდან.
- რაც უფრო დიდია ქალაქი მით მეტია შანსი პარალელური პარკინგი მოგთხოვოს გამომცდელმა, მაგრამ მერილენდში, ფლორიდაში, კალიფორნიაში გამომცდელი პერპენდიკულარულ პარკირებას ითხოვს. ასე რომ ნიუ იორკში პარკირებისას, დაიცავით 5 სანტიმეტრიანი დისტანცია, ეს კეთდება იმისთვის, რომ წვიმის დროს, წყლის ნაკადს ხელი არ შეეშალოს და სადრენაჟო სისტემაში ადვილად მოხდეს წყალი.
- შემოტრიალების შესრულება (3-point turn ან K-turn) ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია გამოცდაზე, ასე რომ სანამ გამოცდაზე გახვალთ კარგად უნდა “დაამუღამოთ”.
- ტარებისას უსაფრთხო მანძლის შენარჩუნება და მოხვევის ციმციმას გამოყენება. ციმციმების გამოყენება მინ: 15 მეტრში იწყებთ და არა როგორც საქართველოში – მოხვევისას. (ციმციმა aka პავაროტნიკი)
- საჭის სწორი პყრობა, რაც ნიშნავს რომ თქვენი ხელები უნდა იყოს 10 და 2 საათის მიმართულებაზე, ბევრ თანამედროვე მანქანას უკვე ქარხნული წესით აქვს სპცეიალური ნიშნები. რა თქმა უნდა შესაძლოა თქვენ სხვაგავარად უფრო გიმარტივდებათ ტარება, თუმცა ამჯერად თავი შეიკავეთ და მართვის მოწმობის შემდეგ ატარეთ ერთი ხელით ან თუნდაც ღიპით 😉
- ასევე მნიშვნელოვანია გამომცდელის ბრძანებებს დაემორჩილოთ და მანქანით იქით გაუხვიოთ სადაც ის გეტყვით ან გააჩეროთ და “მიპარკინგდეთ” ასევე მანქანის დამუხრუჭება უნდა მოხდეს ძალიან რბილად, ყოველგვარი მკვეთრი მოძრაობის გარეშე.