ამ სტატიაში ნახავთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ შეცვალოთ მისამართი ფორმა AR 11-ის საშუალებით
როგორც მოგესხენებათ, როდესაც იცვლით საცხოვრებელი ადგილის მისამართს, აუცილებელია საიმიგრაციო სააგენტოს შეატყობინოთ ამის შესახებ, რადგანაც: ა) კანონი გავალდებულებთ ამას. ბ) სამომავლოდ საიმიგრაციო სააგენტოსთან კომუნიკაციისთვის დაგჭირდებათ ახალი მისამართი. გ) მწვანე ბარათის გაცემის დროს შეიძლება პრობლემები შეგექმნათ შეუტყობინელობის გამო.
ახალი მისამართის შეუტყობინელობა გამოიწვევს “ქეისის” გართულებასა და დაგვიანებას, ასე რომ, ნუ გაირთულებთ საქმეს და უბრალოდ 2 კვირის ვადაში შეატყობინეთ სააგენტოს თქვენი ახალი მისამართი.
მისამართის შეცვლა ნამდვილად მარტივია და მხოლოდ ერთი ფორმა არის გასაგზავნი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ ონლაინაც შეავსოთ ფორმა ან დაუკავშირდეთ ტელეფონით [1-800-375-5283 ] საიმიგრაციო სააგენტოს სერვის ცენტრს. მისამართის შეცვლა უფასოა და არანაირი თანხის გადახდა არ დაგჭირდებათ.
ახალი წესით:
თუ თქვენ გაგზავნილი გაქვთ შემდეგი ფორმები მაშინ მისამართის ვერ შეცვლით ონლაინ.
- Form I-360 პეტიცია ქვრივისთვის რომელიც ამერიაზიის მოქალაქეა.
- Form I-914 T კატეგორიის არასაიმიგრაციო ვიზის პეტიციონერი.
- Form I-918 U კატეგორიის არასაიმიგრაციო ვიზის პეტიციონერი.
- Form I-765V სამუშაო უფლების პეტიცია არაემიგრანტი ვიზიტორის მეუღლისთვის,რომლის ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.
- Form I-485 პეტიცია სტატუსი შეცლის შესახებ, რომელიც ეხება ოჯახური ძალადობის მსხვერპლ მეუღლეზე, რომელზეც ვრცელ;დება კუბის სპეციალური აქტი.
თუ თქვენ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას მიეკუთვნებით, ანდა დ ა დ ე ბ ი თ ი პასუხი გაქვთ ფორმებზე I-90, I-131, I-192, I-485, I-601, I-765, I-929 ან N-400, მაშინ ვერც ონლაინ და ვერც სატელეფონო ზარით შეცვლით მისამართს, მხოლოდ ფოსტით გეგქნებათ შესაძლებლობა გაგზავნოთ ფორმა AR-11 შემდეგ მისამართზე:
USCIS
Vermont Service Center
75 Lower Welden Street
St. Albans, VT 05479-0001
ყველა დანარჩენ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ სამივე გზა რათა საემიგრაციო სააგენტოს აცნობოით თქვენი ახალი მისამართი, ანდა გაუგზავნოთ ფოსტით შევსებული ფორმა AR-11 ქვემოთ მოცემულ მისამართზე. იმისათვის რომ შეძლოთ ფორმა AR-11-ს სრულყოფილად შევსება დაგჭირდებათ სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ყველაზე მნიშნელოვანი Receipt Number რომელიც თქვენი “ქეისის” მაიდენტიფიცირებელი უნიკალური ნომერია.
U.S. Department of Homeland Security
Citizenship and Immigration Services
Attn: Change of Address
1344 Pleasants Dr.
Harrisonburg, VA 22801
თუ გჭირდებათ მისამართის შეცვლა და თავად ვერ ახერხებთ, მოგვმართეთ და ჩვენ სიმბოლურ ფასად 50$ დაგეხმარებით. თქვენს მიერ გადახდილი თანხა მთლიანად მოხმარდება ჩვენი რესურსის განვითარებსას და გამდიდრებას.