გახდი მოხალისე

Მოგესალმები!

Პირველ რიგში, Დიდი და უღრმესი მადლობა, რომ გამოხატეთ დაინტერესება ჩვენი საიტის მოხალისე-მთარგმნელის პოზიციაზე.

Როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საიტისა და ფეისბუქ-გვერდის მიზანია ქართველი ემიგრანტებისა და იმ ადამიანთა ინფორმირებაა ვინც გეგმავს აშშ-ში მიგრაციას ან უკვე დიდი ხანია აქ ცხოვრობს. Სწორედ ამიტომაც საიტი 2 ნაწილად არის გაყოფილი და ფუნქციონირებს როგორც საკანონმდებლო-ინფორმაციული და სიახლეების რესურსი, რადგანაც ზოგიერთ ჩვენს მკითხველს უკვე აღარ სჭირდება იურიდიული დახმარება და მხოლოდ სიახლე სჭირდება ანდა პირიქით.

Სამწუხაროდ, ჩვენს საიტს ჯერ-ჯერობით არ გააჩნია შემოსავალი და მთლიანად მოხალისეების დახმარებით ფუნქციონირებს, თუმცა დროის სიმწირის გამო ახალი მოხალისეების დამატება გახდა საჭირო. Სამომავლოდ, როდესაც ამოქმედდება დამატებითი სერვისები და რეკლამის მოზიდვაც შესაძლებელი იქნება + მკითხველები მცირე თანხას მაინც შემოგვწირავენ – სიახლეების ავტორთათვის გათვალისწინებული იქნება ნომინალური ანაზღაურება. Ვცდილობთ რომ საიტი დარჩეს არაკომერციული და არაორიენტირებული მოგებაზე, რათა ხარისხი არ იყოს დამოკიდებული სახსრებზე.

Მისასალმებელი იქნება თუ ჩვენს მთარგმნელ-მოხალისეებს ექნებათ შესაძლებლობა და სურვილი, თარგმნონ სხვადასხვა საკონმდებლო სტატიები, თუმცა ეს სავალდებულო არ გახლავთ.

Სპეციალურად მოხალისეთათვის იქნება დახურული ფეისბუქ-ჯგუფი, სადაც შესაძლებელი იქნება კომუნიკაცია და იდეების გაცვლა, ანდა სათარგმნი მასალის გაზიარება. Თქვენგან ამ წერილზე დადებითი პასუხის შემთხვევაში Ჯგუფის ლინკს გამოგიგზავნით შეტყობინების სახით, ჯგუფში დამატებით მოგაწვდით ინსტრუქციას, თუ როგორი ტიპის ინფორმაცია გვჭირდება პირველ რიგში და ასევე იქნება ინსტრუქცია თუ როგორ დავწეროთ სტატია/სიახლე ისე რომ დავიცვათ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული სტანდარტები.