ქორწინების რეგისტრაცია

რა პროცედურებია საჭირო იმისთვის რომ იქორწინოთ ნიუ იორკის შტატში?
პირველ რიგში. დასაქორწინებელმა წყვილმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ონლაინ, ქალაქის კლერკის საიტზე და შეავსოს შემდეგი აპლიკაცია, რომლის შევსების შემდეგ 24 საათში შესაძლებელია ქალაქის კლერკის ოფისში მისვლა და ქორწინების ლიცენზიის საფასურის (30$) გადახდა და მისი აღება, რის შემდეგადაც წყვილი შეძლებს დაქორწინებას არაუგვიანეს 60 დღისა.

ქორწინების ლიცენზია ძალაში შევა 24 საათში და ის მოქმედია შემდეგი 60 დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ უნდა გამოითხოვოთ ახალი ლიცენზია., რის შემდეგ შეგიძლიათ დანიშნოთ ხელიმოწერის ცერემონია ნნებისმიერ ქალაქში და ნებისმიერ ადგილას (მაგ: ოკეანის სანაპირო, ტბა, მთა, გადმოსახედი და ა.შ.) ეს და სხვა მსგავსი დეტალები ქორწინების რეგისტრატორთან უნდა მოილაპარაკოთ. ასევე, წყვილს შეუძლია ხელი მოაწეროს ქალაქის კლერკის ოფისში ინგლისურ ენაზე.

ა.შ.შ-ს კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ 18 წელს მიღწეულ ადამიანს შეუძლია დაარეგისტრიროს ქორწინების აქტი. 18 წლამდე პირს ესაჭიროება მშობლების ან მეურვის თანხმობა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მოსამართლის ნებართვაც. შტატებში აკრძალულია დაქორწინება საკუთარ ოჯახის წევრზე, აღმავალი/დაღმავალი შტოს ნებისმიერ წარმომადგენელზე. დეიდაშვილზე/ბიძაშვილზე/მამიდაშვილზე ან გერზე, კანონი ასევე კრძალავს ქორწინებას ნახევარდასა და ნახევარძმაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ადრე იმყოფებოდით ქორწინებაში, აუცილებლად უნდა წარდმოადგინოთ ბათილობისა და გაყრის ან მეუღლის გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთი, თუ თქვენ არ გაგიუქმებიათ წინა ქორწინება და მაინც დაარეგისტრირებთ ახალ ქორწინებას, მაშინ კანონის თანახმად ახალი ქორწინება ბათილდება.

ა.შ.შ.-ს კანონმდებლობის თანახმად ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადამიანს (მამრი-მდედრი, მამრი-მამრი, მდედრი-მდედრი) შეუძლია იქორწინოს, საიმიგრაციო სტატუსის მიუხედავად. შეგიძლიათ იყოთ საქართველოს მოქალაქეები და დაარეგისტრიროთ ქორწინება ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს რომ თქვენ საქართველოშიც კანონიერი მეუღლეები იქნებით. ამ ნორმას ითვალისწინებს “საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ” (მუხლი 8. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობა. საქართველოში ნამდვილად ითვლება: ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია და ლეგალიზებულია ან აპოსტილით დამოწმებულია საზღვარგარეთ, სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე, თუ ამ კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;”)

თუ გესაჭიროებათ ხელის მოწერის ცერემონია და გსურთ ქართულად წარიმართოს ის და ამავდროულად თქვენი კავშირი ა.შ.შ-ს კანონის თახმად დარეგისტრირდეს, გთავაზობთ ქართველი ქორწინების რეგისტრატორის კონტაქტს, დაუკავშირდით სურვილის შემთხვევაში მოგეხმარებათ პროცედურული სირთულეების გაგებაში და მოგვარებაში.
ელ-ფოსტაზე –  ტელ: 929-200-2949