უცნობი თესლის პაკეტები ფოსტით: 50-ივე შტატი მოსახლეობას აფრთხილებს

ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შტატების მასშტაბით, განაცხადეს, რომ მაცხოვრებლები ფოსტით ღებულობენ თესლის უცნობ პაკეტებს, რომლებიც, როგორც გაირკვა, ჩინეთიდანაა გამოგზავნილი. ხელისუფლება მაცხოვრებლებს მოუწოდებს, არ გახსნან პაკეტები და არ დარგონ თესლი.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ვაშინგტონში, ლუიზიანაში, კანზასის და ვირჯინიის შტატებში ახლახან გამოაქვეყნეს განცხადებები, რომელიც მაცხოვრებლებს აფრთხილებდა, რომ თესლი შეიძლება ყოფილიყო ინვაზიური ან სხვაგვარად საზიანო მცენარეებისთვის ან პირუტყვებისთვის. იუტის, არიზონას და ოჰაიოს მაცხოვრებლებმა ასევე დაადასტურეს უცნობი შეფუთვების მიღება.

ზოგიერთ პაკეტს ეტიკეტებად შესაძლოა ჩინურენოვანი დამწერლობაც აღმოაჩნდეს, აცხადებს სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები. ლორე კალიმ, რომელიც იუტაში ცხოვრობს, Fox 13-ს განუცხადა, რომ შეშფოთებულია მის საფოსტო ყუთში ნაპოვნი ორი პატარა პაკეტით.

USDA- ს სპიკერმა განაცხადა, რომ ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექციის სამსახური ინფორმირებულია, რომ ქვეყნის მასშტაბით ხალხმა მიიღო უცნობი პაკეტები და მოუწოდებს ყველა მიმღებს: დაუკავშირდნენ მცენარეთა სახელმწიფო ინსპექციას, შეინახონ თესლი და შეფუთვა და საფოსტო გზავნილი.

”ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექციის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საბაჟო/სასაზღვრო სამსახურებთან და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტებთან, რათა თავიდან აიცილონ აკრძალული თესლის უკანონო შემოტანა, ამის მიზანია დაიცვან შტატების სოფლის მეურნეობა აგრესიული მავნებლებისა თუ მავნე სარეველებისგან”, – ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.

წყარო

Facebook Comments